воскресенье, 25 апреля 2010 г.

პროექტის მოკლე აღწერა; მოსწავლეები გააცნობიერებენ, თუ რა არის ნიადაგი და როგორ იცვლება იგი სიღრმეში.

პროექტის სრული აღწერა; მოიპოვებენ ინფორმაციას ნიადაგის წარმოშობის შესახებCცდებისა და დაკვირვებების საშვალებით გამოიკვლევენ ნიადაგის შემადგენლობას। დაადგენენ მის ზედა და ქვედა ფენას। ।შეისწავლიან ვაკის და მთის ნიადაგთა სახეობებს। ।გამოიკვლევენ მშობლიური კუთხის ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობას।დაადგენენ რას ნიშნავს ნოყიერი ნიადაგი।ექსპერიმენტის მიზნით მოახდენენ სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის ნიადაგებში მცენარეთა ჩარგვას და ამ ფაქტორის მნიშვნელობაზე დაკვირვებას।სასურველია პროექტის განხორციელებაში ჩაებას სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოსწავლეთა ჯგუფები,რათა მოხდეს მონაცემთა ურთიერთგაცვლა।
მოსწავლეთა ასაკი; 7–17წელი।
ვადები/ხანგრძლივობა/ 2010წლის აპრილიდან 5თვის განმავლობაში।
პროექტის შესაძლო აქტივობები;ინფორმაციის მოპოვება।ექსპერიმენტის,ცდების
ჩატარება და ჩაწერა.ჩანაწერთა დღიურის შექმნა.მონაცემთა შეტანა ცხრილში. დიაგრამებისა და სხვადასხვა ნიადაგების ტიპიური ვერტიკალური პროფილების შედგენა.თიხით დამზადებული ნამუშევრების გამოფენა.
მოსალოდნელი შედეგები;/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნეს;
შეიქმნება ბლოგი სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვებისა და ცდების შედეგებს.შეადგენენ საქართველოს ნიადაგების რუკას,ცხრილებს
დიაგრამებს.მოაწყობენ თიხით დამზადებული ნამუშევრების გამოფებას.სკოლის ეზოში ნოყიერ ნიადაგზე გაშენდება ყვავილნარი.
სარგებელი სხვებისათვის;პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ საქართველოს კუთხეების ნიადაგებს.მეტს შეიტყობენ ნიადაგის ფაქტორის გავლენის შესახებ მცენარის ზრდა-განვითარებაზე.რაც დაეხმარებათ პრაქტიკული საქმიანობების განხორციელებაში.
სამუშაო ენა;/ქართული,რუსული.ინგლისური./
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;

მოსწავლეებს გაუძლიერდებათ სწავლის სურვილი და ინტერესი. მოხდება სწავლების მოტივაციის ამაღლება. გაუღრმავდებათ ცოდნა სხვადასხვა საგნებში./ბუნება,გეოგრაფია
ქიმია,ქართული ენა,ხელოვნება/
მონაწილეები სხვა სკოლებიდან;
პროექტის ფასილიტატორის სახელი და გვარი; ნონა მიქაძე
ფასილიტატორის ელექტრონული ფოსტა; nonamiqadze@gmail.com.
პროექტის ვებ-გვერდი http://niadagi10.blogspot.com/

Постоянные читатели